ტყაშმაფა

(გადამისამართდა გვერდიდან ტყაში მაფა)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 14 დეკემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ტყაშმაფა ანუ ტყის მბრძანებელი (მეგრ. ტყაშმაფა, ტყაში-მაფა[1]) — ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. მომხიბლავი და მაცდური, დალივით ვნებიანი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო „ტყის ქალის“ სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როდესაც ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 185-187, ISBN 978-99940-27-10-1.
  • გელოვანი ა., მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თოთხმეტ ტომად, ტ. 1, თბილისი, 1979
  • ცანავა ა., ქართული ზეპირსიტყვიერების საკითხები, თბილისი, 1970;
  • ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბილისი, 1964;
  • სახოკია თ.., ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1956;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი, 1941;
  1. აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 205