ოჩოკოჩიქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება, ტყაშმაფას ანტაგონისტი. ოჩოკოჩი დასდევს ტყაშმაფას და თუ მოიხელთა, ძალადობს მასზე. ოჩოკოჩი ბალნითაა დაფარული. ოჩოკოჩი ადამიანს ჩამოგავს, მაგრამ ადამიანურად ვერ მეტყველებს, სარჩოს ვერ იპოვებს, ნადირობა არ იცის, ამიტომ ნადირთ მწყემსს, ტყაშმაფას ერჩის. ბრიყვი და უგუნურია. მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. შეუძლია მონადირე ჭკუიდან შეშალოს. მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაცაბერიძე ვ., რუხაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 623.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 148-150, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომატ, ტ. 1, თბილისი, 1979