კონკაცხენშებმული ტრამვაის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა თბილისში. მოქმედებდა 1883-1904 წლებში.

ამუშავდა 1883 წლის 26 თებერვალს კერძო მეწარმის, შემცოვის თაოსნობით. ეს იყო ოთხივე მხრივ ღია ვაგონი, რომელსაც რკინის ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი ჰქონდა, შიგ იდგა მოძრავსაზურგიანი სკამების რიგი. კონკაში 20 კაცი ეტეოდა, კონდუქტური (ბილეთების გამყიდვეკი) იდგა კონკის ღია ბაქნის ერთსაფეხურიან კიბეზე კონკა თავდაპირველად აკავშირებდა ვაგზლის და ვორონცოვის მოედნებს. გზის სიგრძე 2410 იყო. 1885 წელს კონკა გადავიდა „ტფილისის ტრამვაის ბელგიური საზოგადოების“ ხელში. 1889 წლის 15 ოქტომბერს გაიხსნა ყორღანოვის კერძო ხაზი, რომელიც ასევე ბელგიურმა კომპანიამ შეისყიდა.

1890-იან წლებში კონკის სავალი გზა გაიზარდა და ვორონცოვის მოედნიდან, ვორონცოვის და ნიკოლოზის ხიდების გავლით, პუშკინის აღმართით მიაღწია ერევანსკის მოედანს მოედანს, საიდანაც სასახლის ქუჩის, გოლოვინის პროსპექტისა და ვერის დაღმართის მეშვეობით კირხის მოედანს აღწევდა; ბოლოს, მიხეილის გამზირისა და ვაგზლის ქუჩის გავლით ისევ ვაგზლის მოედანზე ბრუნდებოდა.

1904 წელს კონკა ელექტროტრამვაიმ შეცვალა. 1910 წლისთვის კონკის გზის სიგრძე 23 კმ-მდე შემორჩა მხოლოდ ავჭალის (ახლანდელი გ. ჩიტაიას) ქუჩაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 608, ISBN 99928-20-32-2.
  • მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 12.