Tux
ტუქსი (Tux) — ლინუქსის ოფიციალური თილისმა, შექმნილი 1996 წელს ლარი იუინგის მიერ. ტუქსი მსუქანი პინგვინია, რომელიც დანაყრებული და კმაყოფილია. ლინუქსის თილისმად პინგვინის გამოყენების იდეა ოპერაციული სისტემის ბირთვის შემქმნელს, ლინუს ტორვალდს ეკუთვნის.
ტუქსი შეიქმნა ლინუქსის თილისმის შექმნისადმი გამოცხადებული კონკურსისთვის. გაიმარჯვა ლარი იუინგის მიერ თავისუფლად გავრცელებადი გრაფიკულ რედაქტორში შექმნილმა პინგვინმა. თილისმის სახელწოდება ტუქსი (Tux) ჯეიმზ ჰიუზმა მოიგონა და გაშიფრა ქვემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით: "(T)orvalds (U)ni(X)".
სადღეისოდ ტუქსი აღიარებული სიმბოლოა ლინუქსისა და FLOSS–ის მომხრეთა საზოგადოებაში. ის გაცილებით ცნობილია, ვიდრე, მაგალითად, GNU პროექტის ლოგოტიპი. პინგვინის იერი იცვლება სურათიდან სურათამდე: მაგალითად, PaX–ის უსაფრთხოების პაკეტში პინგვინს აქვს ჩაფხუტი, ფარი, ხელში ხმალი უჭირავს, გამოხედვა კი დემონური აქვს.
ვიდეო თამაშები
რედაქტირებაბევრ კომპიუტერულ თამაშში, მეტწილად შექმნილი ლინუქსის ოპერაციული სისტემისთვის პერსონაჟად გამოყენებულია ტუქსი:
- ClanBomber
- Freedroid RPG
- SuperTux — Super Mario Bros. მსგავსი თამაში
- Tux Paint — საბავშვო სახატავი პროგრამა
- Tux Racer — სპორტული რბოლა
- Pingus — კლონი თამაშისა Lemmings (ლემინგები შეცვლილია პინგვინებით)
ტუქსის რამდენიმე ვარიანტი
რედაქტირება-
კლასიკური TUX
-
Gnu და TUX ერთად
-
თანამედროვე TUX ვარიანტი I
-
პატარა TUX
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Linux 2.0 Penguins (ლარი იუინგი)
- ტუქსის ისტორია
- LWN პინგვინების გალერეა
- ტუქსის გალერეა დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.
- ტუქსის შექმნა Photoshop საშუალებით დაარქივებული 2005-11-01 საიტზე Wayback Machine.