ტურიზმი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ერთ-ერთი ტურისტული რეგიონია აზერბაიჯანში, რომელსაც აქვს დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა, კლიმატი და უძველესი კულტურული ძეგლები. [1] ნახიჩევანი ცნობილია ისეთი ისტორიული ძეგლებით, როგორებიცაა მაგალითად ყარაბაღლარის მავზოლეუმი, იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა, ნიზამის მავზოლეუმი, ასევე გამოქვაბულები, წმინდა ადგილები და სხვა.[1] სულ არის 1162 ისტორიული ძეგლი.
გარდა ამისა, ნახიჩევანში გაიმართა კონფერენციები, რამაც თავისმხრივ ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. 2006 წელს ნახიჩევანში გაიმართა კონფერენცია „ტურიზმი, განვითარება და პერსპექტივები“. [1] 2008 წელს გაიმართა „რელიგიური და ჯანმრთელობის ტურიზმი: სულიერი და ფიზიკური დასვენების ორგანიზაცია“ ამ კონფერენციას ესწრებოდნენ ისლამური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.[1]
ნახჩივანი ასევე მრავალი უძველესი და შუასაუკუნეების ისლამური კულტურული და ისტორიული ძეგლების სამშობლოა.[2] 2009 წელს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა დასახელდა, როგორც „აზიის რეგიონის ისლამური კულტურის დედაქალაქი 2018“ ბაქოში გამართულ OIC წევრი სახელმწიფოების კულტურის მინისტრების მე-6 კონფერენციაზე.[2]
სტატისტიკა
რედაქტირებაცხრილში მოცემულია, 2006 - 2017 წლებში ნახიჩევანში ჩასული ტურისტების რაოდენობა.
წლები[3] | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
რაოდენობა[3] | 93930 | 140895 | 219118 | 225914 | 287634 | 343139 | 358963 | 370638 | 378102 | 389823 | 403275 | 413357 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებაალინჯას ციხე
რედაქტირებაალინჯას ციხე ისტორიული ძეგლი, რომელიც VI საუკუნეში კლდეზეა აგებული. იგი ნახიჩევანის სმახლობლად მდებარეობს და ერთ -ერთი ტურისტული ადგილია. ციხე მდებარეობს 1800 მეტრის სიმაღლეზე.[4]
გამიგაია
რედაქტირებაგამიგია არის მთიანი ორდუბადის მხარეში. ამ მთის სიმაღლე 3725 მეტრია. მთაზე არის წარწერები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის 4-1 ათასწლეულით თარიღდება.
მომინე ხათუნის მავზოლეუმი
რედაქტირებამომინე ხათუნის მავზოლეუმი არის აღმოსავლური არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში. ეს ისტორიული ძეგლი აშენებულია 1186 წელს, ნახიჩევანის დასავლეთ ნაწილში, აჯემი ნაჩივანელელის, აზერბაიჯანული ხუროთმოძღვრების სკოლის დამფუძნებლის მიერ. 1998 წლის 30 სექტემბერს, მომინე ხათუნის მავზოლეუმი, ჩაიწერა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების პირველ სიაში, რაც ნიშნავს რომ ამ ძეგლისთვის აუცილებელია გადაუდებელი დაცვა. [5]
ყარაბაღლარის მავზოლეუმი
რედაქტირებაყარაბაღლარის მავზოლეუმი, არის ისტორიული ძეგლი, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი შედგება ორმაგი მინარეთისგან, რომელიც მშენებლობა მიმდინარეობდა XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში. მინარეთის დამაკავშირებელი თაღი XIV საუკუნით თარიღდება. ყარაბაღლარის მავზოლეუმი შედგება 4 ძირითადი თაღისაგან, ისინი განლაგებულია ჩრდილოეთის, სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით.
ნიზამის მავზოლეუმი
რედაქტირებანიზამის მავზოლეუმი აშენდა XIII საუკუნის დასაწყისში. ეს ძეგლიც 1998 წლის 30 სექტემბერს ჩაიწერა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების პირველ ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროებენ გადაუდებელ დაცვას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Nakhchivan Autonomous Republic. Tourism. ციტირების თარიღი: 2018-08-09
- ↑ 2.0 2.1 Nakhchivan, Capital of Islamic Culture 2018 | Islamic Educational, Scientific and Cultural Organization – ISESCO – en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-09. ციტირების თარიღი: 2018-08-09
- ↑ 3.0 3.1 Ticarət, xidmət və turizm sahəsi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-10. ციტირების თარიღი: 2018-08-10
- ↑ Nakhchivan and its transformed tourism sector - Foreign Policy News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-08. ციტირების თარიღი: 2019-10-08.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2019-10-08.