ტუპინიკინის ხალხი

ბრაზილიის ადგილობრივი ხალხი
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 15 დეკემბერი 2016. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ტუპინიკინის ხალხიბრაზილიის ადგილობრივი ხალხი, რომელიც ადგილობრივ ტომთათვის განკუთვნილ სამ ტერიტორიაზე სახლობს. ეს ტერიტორიები მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტუს შტატში, არაკრუსის მუნიციპალიტეტში. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, ტუპინიკინის ხალხის საერთო რაოდენობა 2 630 ადამიანს შეადგენს.[1]

ტუპინიკინის ხალხი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 2 630
ენები პორტუგალიური
რელიგიები ქრისტიანობა (კათოლიციზმი და პროტესტანტობა)
ტუპინიკინის ხალხის საცხოვრებელი არეალი ბრაზილიაში

ტუპინიკინის ხალხი ერთ დროს საკუთარ ენაზე საუბრობდა, რომელიც ტუპი-გუარანის ენათა ოჯახს მიეკუთვნებოდა.[2] ამჟამად, მათი ენა გამქრალია და საუბრობენ პორტუგალიურად.

ისტორიულად, ტუპინიკინის ხალხი სახლობდა ვრცელ ტერიტორიაზე, ბრაზილიის სანაპირო ზოლზე, ქალაქ სალვადორიდან 200 კილომეტრით სამხრეთით. ეს არეალი მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ტერიტორიების ჩრდილოეთითაა მოქცეული. ევროპელთა მოსვლიდან პირველი ორი საუკუნის განმავლობაში, ტუპინიკინი ახლად დაარსებული ქალაქების მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენდა. ეს ტომი ერთ-ერთი პირველი შეხვდა პორტუგალიელებს, როდესაც ისინი 1500 წელს პორტუ-სეგურუს მიადგნენ.

  1. "Tupiniquim: Introduction." Povos Indígenas no Brasil. Retrieved 28 Jan 2012.
  2. "Tupiniquim: Name and language." Povos Indígenas no Brasil. Retrieved 28 Jan 2012.