ტუპინამბარანა
ტუპინამბარანა — კუნძული მდინარე ამაზონში, ბრაზილია. ტუპინამბარანა წარმოადგენს ოთხ მცირე კუნძულის ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთისგან ვიწრო არხებითაა გამოყოფილი. ტუპინამბარანის ფართობი შეადგენს 11,850 კმ², მას ბრაზილიაში ფართობის მიხედვით მესამე ადგილი უჭირავს. მას ფართობით უსწრებს ასევე მდინარის კუნძული ბანანალი. კუნძულის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია.
აქ არსებული ქალაქებიდან უდიდესია პარტინსი, 109,150 მცხოვრებით.