ტუკუმე — კომპლექსი პერუში, მდინარე ლა-რეჩეს სანაპიროზე. წარმოადგენს 220 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას, რომელიც შემოსაზღვრულია 26 მთავარი პირამიდითა და მიწაყრილებით.[1]

ტუკუმეს პირამიდა

ეს ძეგლი წარმოადგენდა რეგიონულ ცენტრს ჯერ ლამბაიკეს (ჩვ.წ. 800-1350), შემდეგ ჩიმუს (ჩვ.წ. 1350-1450) და შემდეგ ინკების ცივილიზაციებისთვის (ჩვ.წ. 1450-1532).

ტუკუმეს მიწაყრილები

ტუკუმეს მიმდებარე ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს, დღემდე სჯერათ, რომ იქ შამანები ცხოვრობენ და ღამე მის ტერიტორიაზე შესვლას ვერავინ ბედავს.

ტუკუმეს ვაკე, ჩრდილოეთ პერუს სანაპირო ზოლის უდიდესი ხეობის, ლამბაიეკეს ხეობის შემადგენელი ნაწილია. ეს ხეობა ცნობილია ადამიანის ხელით გაკეთებული უამრავი წყლის არხით და 250 აგურის პირამიდით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Shimada, Izumi. "The Late Prehispanic Coastal States." In The Inca World: The Development of Pre-Columbian Peru, edited by L. Laurencich Minelli, pp.49-82. Norman: University of Oklahoma Press, 2000