ტუალი
ტუალი (ინდონ. Kota Tual) — ინდონეზიის მალუკუს პროვინციაში მდებარე ქალაქი. გეოგრაფიულად კეის კუნძულებზეა განლაგებული. 2007 წლის 17 ივლისს იგი კეის კუნძულების დანარჩენ ნაწილს გამოეყო (რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ მალუკუს სარეგენტოში შედის) და დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტუალი | |
ქვეყანა | ინდონეზია |
შიდა დაყოფა | South Pulau Dullah[1] , North Pulau Dullah[1] , Tayando Tam[1] , Pulau-Pulau Kur[1] და South Kur[1] |
კოორდინატები | 5°38′33″ ს. გ. 132°44′34″ ა. გ. / 5.6425774111° ს. გ. 132.7429929889° ა. გ. |
დაარსდა | 17 ივლისი, 1931 |
ფართობი | 254.4 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 40 მეტრი |
მოსახლეობა | 82 955[2] |
ოფიციალური საიტი | http://www.tualkota.go.id/ |
ქალაქის სახმელეთო ფართობი 254.39 კმ²-ია. ტუალი 19 088 კმ²-ის ფართობის საზღვაო ტერიტორიასაც მოიცავს. მასში შედის ურბანიზებული დულის კუნძული (ინდონ. Pulau Dullah), რომელიც გაცილებით დიდი კუნძულის, კეი-კეჩილის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ქალაქი ასევე მოიცავს კეი-კეჩილის დასავლეთით მდებარე რამდენიმე პატარა კუნძულს.[3]
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი კუნძულ დულას (Pulau Dullah) და კეი-კეჩილის კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე მრავალ პატარა კუნძულს მოიცავს. ასევე მის შემადგენლობაშია კეის კუნძულების დასავლეთით მდებარე პატარა არქიპელაგები ― ტაიანდოს კუნძულები და კურის კუნძულები. ამ კუნძულების ხმელეთის საერთო ფართობი 254.39 კმ²-ს შეადგენს. ტაიანდოს კუნძულების მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო კურის კუნძულების ― დაახლოებით 400 მეტრი.[4] დულის კუნძულზე ქალაქს მცირე, 0-დან 25 გრადუსამდე დახრილობა აქვს. ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაბლობად ითვლება. თუმცა, ქალაქის საზღვრებში მოქცეულია რამდენიმე წერტილი, სადაც დახრილობა 45 გრადუსს აღემატება.
ქალაქში ნიადაგების უმეტესობა ლატორიტული ნიადაგი, პოდზოლი და რენძინაა. ნიადაგები ზოგადად ნაყოფიერია და კარგი დრენაჟი აქვს. მოსახლეობა მიწას სოფლის მეურნეობისთვის იყენებს, განსაკუთრებით წვიმების სეზონზე, სხვადასხვა ბოლქვეულის მოსაყვანად.[5]
კლიმატი
რედაქტირებატუალი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია (Af) მოქცეული. ხასიათდება ზომიერი ნალექით ივლისიდან ოქტომბრამდე და ძლიერი ან ძალიან ძლიერი ნალექით — ნოემბრიდან ივნისამდე.
ჰავის მონაცემები — ტუალი (2004–2020) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 31.0 | 31.0 | 31.0 | 31.2 | 31.0 | 30.1 | 29.6 | 29.8 | 30.9 | 32.1 | 32.5 | 31.6 | 31.0 |
საშუალო დაბალი °C | 24.1 | 24.0 | 24.1 | 24.1 | 24.4 | 24.2 | 24.0 | 23.5 | 23.9 | 23.9 | 24.0 | 24.2 | 24.0 |
საშუალო ნალექი (მმ) | 410.1 | 310.5 | 487.6 | 306.8 | 244.8 | 247.6 | 154.0 | 44.6 | 57.2 | 71.8 | 154.4 | 411.9 | 2 901,3 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ | 20.0 | 17.8 | 19.3 | 16.8 | 15.3 | 15.3 | 10.1 | 6.5 | 5.5 | 6.2 | 10.2 | 19.5 | 162.5 |
წყარო: Meteomanz[6] |
ადმინისტრაციული რაიონები
რედაქტირება2010 წლისთვის ქალაქი ოთხ ოლქად (kecamatan) იყო დაყოფილი, მაგრამ შემდგომში, 2018 წელს, პულაუ-პულაუ კურის ოლქის ნაწილისგან მეხუთე ოლქი, კურ-სელატანი (სამხრეთ კური), შეიქმნა. ქვემოთ ცხრილშია მოცემული მათი ფართობები და მოსახლეობა 2010 წლის აღწერი [7] და 2020 წლის აღწერის[8] მიხედვით, 2023 წლის შუა პერიოდისთვის ოფიციალურ შეფასებებთან ერთად.[9] ცხრილში ასევე მოცემულია ოლქების ადმინისტრაციული ცენტრების მდებარეობები, თითოეულ ოლქში ადმინისტრაციული სოფლების რაოდენობა (სულ 3 ურბანული kelurahan და 27 სოფლის desa) და მათი საფოსტო ინდექსები.
კურის კუნძულების ოლქი (Kecamatan Pulau-Pulau Kur) კურის კუნძულების არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავს, რომელიც კურის კუნძულის ჩრდილოეთ ნახევარს და მის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულებს, მათ შორის კაიმეარს, კანოსსა და ბუის შეიცავს. მათგან მხოლოდ კაიმეარია დასახლებული. სამხრეთ კურის ოლქი (Kecamatan Kur Selatan) კურის კუნძულის სამხრეთ ნახევარს და მის სამხრეთით მდებარე კუნძულებს, მათ შორის მანგურს, ფადოლსა და ვონენს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ მანგურია დასახლებული. კურის კუნძულები კაიანდო ტამის ჯგუფიდან შორს, დასავლეთით მდებარეობს.
ტაიანდო ტამის ოლქი (Kecamatan Tayando Tam) 27 კუნძულს მოიცავს (რომელთაგან ყველაზე დიდი და ერთადერთი დასახლებული პულაუ ტაიანდო და პულაუ ტამია) კეი-კეჩილის დასავლეთით მდებარეობს. აქ ხუთი სოფელია: ნგურჰირი ― ტამის კუნძულზე, და ლანგიარი, იამტელი, ოჰოიტელი და იამრუ ― იაიანდოს კუნძულზე.
დულის კუნძულის ჩრდილოეთი ოლქი (Kecamatan Pulau Dullah Utara) დულის კუნძულის ჩრდილოეთ ნახევარს და 22 პატარა კუნძულს მოიცავს, ხოლო უფრო ურბანიზებული დულის კუნძულის სამხრეთი ოლქი (Kecamatan Pulau Dullah Selatan) დულის კუნძულის სამხრეთ ნაწილს და 7 პატარა კუნძულს მოიცავს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ The Master Book of Indonesian Territory Data 2015
- ↑ SIFATARU - Maluku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-10. ციტირების თარიღი: 2021-04-10
- ↑ {{Cite journal |last=Loupatty |first=Stenly R. |date=2013 |title=Sejarah Kota Tual |journal=Jurnal Penelitian |volume=6 |issue=5 |pages=92–133 |url=https://kebudayaan.kemdikbud.go.id/bpnbmaluku/wp-content/uploads/sites/13/2014/06/Tulisan-Ini-Telah-Dimuat-Dalam-Jurnal-Peneltian-No.-5-Edisi-April-2013-Untuk-Mendapatkan-Lebih-Lengkap-Silakan-Link-Untuk-Mendwnload-Tuisan-Ini..pdf%7Caccess-date=28 December 2022}
- ↑ Loupatty, Stenly R. (2013). „Sejarah Kota Tual“ (PDF). Jurnal Penelitian. 6 (5): 92–133. ციტირების თარიღი: 28 December 2022.
- ↑ SYNOP/BUFR observations. Data by months. Meteomanz. ციტირების თარიღი: 21 March 2024
- ↑ სBiro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 28 February 2024, Kota Tual Dalam Angka 2024 (Katalog-BPS 1102001.8172)