ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა
წმინდა პროკოფის ბაზილიკა (ჩეხ. Bazilika svatého Prokopa) — რომანულ-გოტიკური სტილის ქრისტიანული ეკლესია ჩეხეთის ქალაქ ტრშებიჩში. აშენდა 1240-1280 წლებში, ბენედიქტელთა მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს ადგილას. 2002 წელს გაფორმდა ჩეხეთის ეროვნულ-კულტურულ მონუმენტად, როგორც „წმინდა პროკოფის მონასტრის" ნაწილი. 2003 წელს კი ტრშებიჩის ებრაულ კვარტალთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°13′01″ ჩ. გ. 15°52′25″ ა. გ. / 49.21694° ჩ. გ. 15.87361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1052 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1052 ინგლ. • რუს. • ფრ. |
თავდაპირველად ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო, წმინდა პროკოფის სახელზე კი აშენებიდან 500 წლის იუბილეზე, 1704 წელს იკურთხა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: