ტრუგბერგი
ტრუგბერგი (გერმ. Trugberg) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს კონკორდიაპლაცის თოვლიან-ყინულიანი არეალის თავზე, მენხის მთის სამხრეთით.
ტრუგბერგი | |
---|---|
კოორდინატები: 46°32′50″ ჩ. გ. 8°00′56″ ა. გ. / 46.54722° ჩ. გ. 8.01556° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 962 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
პირველი ასვლა | 13 ივლისი, 1871 |
1841 წელს, მკვლევართა ჯგუფი, რომელთა შორის ლუი აგასისიც იყო, იუნგფრაუსკენ გაემართა. კონკორდიაპლაცთან მათ რამდენიმე მწვერვალი შეხვდათ. აგასისი დაეჭვდა, რომ ისინი შეცდომით სხვა მწვერვალისკენ მიდიოდნენ. საბოლოოდ, როდესაც იგი შეცდომაში დარწმუნდა, მწვერვალს ტრუგბერგი, „მცდარი მთა“ უწოდა.
ტრუგბერგი პირველად 1871 წლის 13 ივლისს ემილ ბურკარდტმა დალაშქრა.