ტროლჰეტანი
ტროლჰეტანი (შვედ. Trollhättan) — ქალაქი დასავლეთ შვედეთში, ვესტრა-გეტალანდის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქის — გეტებორგისგან 75 კმ-ით ჩრდილოეთით. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 46 457 ადამიანს შეადგენს.[2]
ქალაქი | |
---|---|
ტროლჰეტანი შვედ. Trollhättan | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 58°17′00″ ჩ. გ. 12°17′00″ ა. გ. / 58.28333° ჩ. გ. 12.28333° ა. გ. |
დაარსდა | 1916 |
ფართობი | 23,78 კმ² |
მოსახლეობა | 46 457 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 1 954 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 0520 |
საფოსტო ინდექსი | 461 00–461 98 |
ოფიციალური საიტი | https://www.trollhattan.se[1] |
ისტორია
რედაქტირებატროლჰეტანი მდინარე გეტა-ელვთან, ტროლჰეტანის ჩანჩქერთან დააარსეს. ლიტერატურაში ის პირველად 1413 წელს მოიხსენიება. საუკუნეთა განმავლობაში, ჩანჩქერი მდინარის გადამკვეთ გემთათვის დაბრკოლებას წარმოადგენდა, სანამ XIX საუკუნეში არხების სისტემას ააშენებდნენ. იგი შემდეგში რამდენიმეჯერ განახლდა, მათ შორის ბოლოს 1916 წელს.
XIX საუკუნის ბოლოს, ჩანჩქერზე ჰიდროენერგიის გამომუშავება დაიწყეს. შვედურმა ენერგოკომპანია Vattenfall-მა („ჩანჩქერი“) თავის სახელი ტროლჰეტანის ჩანჩქერისგან მიიღო. დღეისათვის, ქალაქში ჰიდროენერგიის ორი სადგური ფუნქციონირებს. ჰოდროენერგიამ ქალაქში ნამდვილი ინდუსტრიული რევოლუცია მოახდინა.
ტროლჰეტანმა ქალაქის სტატუსი 1916 წელს მიიღო, როდესაც მისი მოსახლეობა 15 000 ადამიანს ითვლიდა.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-01-31 საიტზე Wayback Machine.
- ტროლჰეტანი — ენციკლოპედია ბრიტანიკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://sv.wikipedia.org/wiki/Trollhättan
- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.