ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრიშულა (სანს. त्रिशूल triṣūla) არის ტრადიციული ინდური სამკბილა, აგრეთვე გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც. ინდუიზმსა და ბუდიზმში არის რელიგიური სიმბოლო. სანსკრიტიდან პირდაპირ თარგმანში ტრიშულა ნიშნავს „სამ შუბს“. ტრიშულა შივას ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ტრიშულა აგრეთვე ერთ-ერთ ხელში უკავია ქალღმერთ დურგას. შაკტიზმში ითვლება, რომ მან ტრიშულა შივასგან მიიღო.

ტრიშულა
შივას უპყრია ტრიშულა

ტრიშულას სამივედან თითოეული კბილის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებულის მიხედვით, განასახიერებენ სამყაროს შექმნას, შენარჩუნებასა და განადგურებას; წარსულს, აწმყოსა და მომავალს; მატერიალური ბუნების სამ გუნას. ნეპალში ტრიშულა არის კომუნისტური პარტიის სიმბოლო.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. पार्टीको सूची — Election Commission of Nepal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2010-12-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრიშულა“-დან