ტრირ-კიურენცი
კიურენცი არის ქალაქ ტრირის (რაინლანდ–პფალცი) 19–დან ერთ–ერთი უბანთაგანი.
გეოგრაფია
რედაქტირებაკიურენცი ორი ნაწილისაგან – ალტ–კიურენცისა და ნოი–კიურენცისაგან შედგება. კიურენცი მდებარეობს ქალაქის ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში და უკავია როგორც მოზელის ხეობის, ასევე აველერტალი პეტრისბერგის პლატოს ჩათვლით, რაც 582,5 ჰექტარს შეადგენს. კიურენცის უბნის მოსახლეობა 8 680 მოსახლეს ითვლის.
ისტორია
რედაქტირებასავარაუდოდ 9 საუკუნიდან პირველად ამ არეალში დაუწყიათ საიჯარო კარ–მიდამოების (ე.წ. მაიერაიები) აშენება.
ქალაქის ეს ნაწილი პირველად 1227 წლიდან მოიხსენიება ოფიციალურ ცნობებში და მისი სახელი კიურენცი უნდა მომდინარეობდეს ცნებისაგან "კურვადა", (Curvada).
1930 წელს კიურენცი შემოუერთებიათ ქალაქ ტრირისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს კიურენცი ს უბანში არსებული რკინიგზის სადგური და სარკინიგზო კვანძი დაუბომბავთ. 60–იანი წლებიდან აქ ახალშენები ჩნდება და მასთან ერთად იზრდება უბანიც. ამ ახალ დასახლებებს მიეკუთვნება ვაიდენგრაბენი და ჰოლენგრაბენი. ტრირ–კიურენცის უბნის მოსახლეობის 2/3 პეტრისბერგის პლატოზე ცხოვრობს.
ტრირ–კიურენცის ისტორიული ნაწილის ბირთვს წარმოადგენს შლოსპარკი და წმიდა ბონიფაციუსის ეკლესია, რომელიც აველერტალის ქვედა ნაწილში მდებარეობს.
1854 წლიდან კიურენცში მდებარეობს ყოვლადწმინდა საკრამენტის მორწმუნე ბენედიქტინელ ქალთა მონატერი.
კიურენცის უბნის კულტურის ერთი შტრიხი
რედაქტირება2005 წელს ნაციონალ–სოციალისტების მიერ დეპორტირებულთა და მოკვიდენებულთა მოსაგონებლად ალტ–კიურენცის უბანში ე.წ. "შტოლპერშტაინები" დაამონტაჟეს. იმ სახლების, ნასახლარების წინ, სადაც ადრე ადამიანები რელიგიური თუ რასობრივი ნიშნით გაასახლეს, დააპატიმრეს და გაანადგურეს, ახლა სპეციალური უჟანგავი ლითონის მემორიალური დაფები არის მიწაში ჩამაგრებული. ამ მემორიალურ დაფებზე, ანუ როგორც მას გერმანიაში უწოდებენ "შტოლპერშტაინებზე" მსხვერპლთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, ასევე წაიკითხავთ მათ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებსა და მინიშნებას იმის შესახებ, რომ რამდენიმე წლის წინათ წინამდებარე სახლში ადამიანები ცხოვრებდნენ, რომლებიც მოჰკლეს.
შტოლპერშტაინი შემთხვევით არ ჰქვია გერმანიის ისტორიის ამ ფრიად უცნაურ მემორიალურ დაფებს. გერმანულად "შტოლპერნ" ნიშნავს ფეხის წამოკვრას, ხოლო "შტაინ" კი ქვას. ასე რომ, მიწაში ჩაფლულ ამ ხელისგულისოდენა ლითონის ფილებს, ერთგვარი მეტაფორული დატვირთვაც აქვს აქაურთათვის; ისინი ლამის ყოველდღე წარმოჰკრავენ ფეხს საკუთარ ისტორიას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კიურენცის ხედები: www.kürenz.de დაარქივებული 2015-01-28 საიტზე Wayback Machine.
- ტრირის დაწყებითი სკოლის ოფიციალური საინტერნეტო გვერდი