პეტრისბერგი (გერმ. Petrisberg, ან Der Petrisberg zu Trier - ტრირის პეტრისბერგი) — ქალაქ ტრირის ნაწილი.

მდებარეობა და სახელის ისტორია

რედაქტირება

პეტრისბერგი მდებარეობს ტრირის შიდაცენტრის აღმოსავლეთით 265 მ. სიმაღლეზე. პეტრისბერგი, ქართ. იგივე „პეტრეს მთა“ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ნაწილს ტრირში. პეტრეს მთიდან ქვემოთ იშლება 100 მეტრის სიღრმეზე მდებარე ქალაქ ტრირის დანარჩენი ნაწილები.

ჩრდილოეთით მას კიურენცში აველერტალი ჰყოფს, ხოლო სამხრეთით კი ოლევიგერტალი, აღმოსავლეთით კი პეტრისბერგი ესაზღვრება ტარფორსტს, დასავლეთით - მიტე-გარტენფელდს.

ყველაზე მცირე 1823 წლიდან პეტრისბერგს უნდა რქმეოდა „მარტინსბერგი“. სახელი „პეტრისბერგი“ ამ მთას დაერქვა მას შემდეგ, რაც დღევანდელი „ზიკინგენშტრასე“ დაგრძელდა კერძო საგლეხო მეურნეობის ფართობის ხარჯზე, რომლის მფლობელიც ყოფილა გვარად ვინმე პეტერსი.

პეტრისბერგზე მდებარეობს ტრირის უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი კომპლექსი და სტუდენტთა ქალაქი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება