ტრიპოლის კათედრალი

ტრიპოლის კათედრალი (არაბ. كاتدرائية طرابلس) — კათოლიკური საკათედრო ტაძარი ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლიში. ოფიციალურად გაიხსნა 1928 წელს. არქიტექტორი საფო პანტერი, რომელმაც შექმნა რომანული სტილის საკათედრო ტაძარი, 46 მ სიმაღლის გუმბათით. სამრეკლო იყო ვენეციური სტილის. ინტერიერის გაფორმებაში წვლილი შეიტანა ლიბიელმა ხელოვანმა ოთმან ნეჯემმა. ტრიპოლის კათედრალი იყო ქალაქში რიგით მეორე კათოლიკური ეკლესია. 1970 წელს ტაძარი გადააკეთეს მეჩეთად. 2000 წლიდან აქვს მეჩეთის ოფიციალური სტატუსი.

ტრიპოლის კათედრალი
ტრიპოლის კათედრალი — ლიბია
ტრიპოლის კათედრალი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 32°53′26″ ჩ. გ. 13°11′09″ ა. გ. / 32.89056° ჩ. გ. 13.18583° ა. გ. / 32.89056; 13.18583
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1928

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება