ტრილატერაცია
ტრილატერაცია (ლათ. trilaterus – სამგვერდა) — საყრდენი გეოდეზიდური ქსლის შექმნის ერთ-ერთი მეთოდი. ტრილატერაცია ეწოდება აგრეთვე ამ მეთოდით შექმნილ ქსელსაც, რომელიც წარმოადგენს ურთიერთმიმხრობილი სამკუთხედების სისტემას. ტრიანგულაციის მსგავსად ტრილატერაციის მეთოდის ამოცანაა პუნქტების ჰორიზონტალური კოორდინატების განსაზღვრა. განირჩევა ტრიანგულაციის ორი ტიპი:
- როდესაც მოცემულია საწყისი და პუნქტების ჰორიზონტალური კოორდინატები, ხოლო იზომება ქსელის ყველა გვერდის ჰორიზონტალური გეგმილი.
- სიტუაცია როცა მოცემულია პუნქტის ჰორიზონტალური კოორდინატები, გვერდის სიგრძე და მისი აზიმუტი, ხოლო იზომება ქსლის ყველა გვერდის გეგმილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. თევზაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 50.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- stackexchange.com, PHP / Python Implementation