ტრიანგულაციის პუნქტი
ტრიანგულაციის პუნქტი, ტრიგონომეტრიული პუნქტი, გეოდეზიური ნიშანი — გეოდეზიური პუნქტი, რომლის მდებარეობა დედამიწის ზედაპირზე განსაზღვრულია ტრიანგულაციით, ხოლო სიმაღლე ზღვის დონიდან — გეომეტრიული ან ტრიგონომეტრიული ნიველებით. საკუთრივ, ტრიანგულაცია ეწოდება საყრდენი გეოდეზიური პუნქტების ქსლის შექმნის ერთ-ერთ მეთოდს.
ჩვეულებრივ, ტრიანგულაციის პუნქტების კოორდინატების განსაზღვრისათვის მანძილები მიღებულია 20–30 კილომეტრი, იშვიათ შემთხვევაში 200–300 კილომეტრს აღწევს, ხოლო საგანგებო მიზნებისათვის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნა საჭირო ხდება 20000 კილომეტრამდე.
გეოდეზიური კოორდინატები, შვეულის გადახრები საჭიროა ვიცოდეთ რედუქციასთან დაკავშირებული შესწორებების და სიმაღლეების გამოთვლისათვის, ხოლო ასტრონომიულ პუნქტებზე შვეულის გადახრის ცოდნა საჭიროა მათი გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრისათვის.
ტრიანგულაციის პუნქტი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სახელწოდებით არის ცნობილი, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ეწოდება ტრიგონომეტრიული სადგური ან ტრიანგულაციის სადგური, დიდ ბრიტანეთში ტრიგოპუნქტი, ირლანდიაში ტრიგოსვეტი, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ტრიგოსადგური, სამხრეთ აფრიკაში ტრიგოშუქურა და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკოლოზ თევზაძე, საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : ნაწილი II, თბ: განათლება, 1974.