ტრანსცენდენტური ეტიუდი №1 (ლისტი)
ტრანსცენდენტური ეტიუდი №1 დო მაჟორში „Preludio“ — ფერენც ლისტის ტრანსცენდენტური ეტიუდებიდან რიგით 1-ლი საფორტეპიანო ეტიუდი. საკონცერტო ტემპით ნაწარმოები ერთ წუთზე ნაკლები დროში სრულდება.
ნაწარმოები იწყება დოს ოქტავებით, რასაც მოჰყვება დო7-ის არპეჯიოსგან შემდგარი კლებადი გამები. მკვეთრი ნოტებით ტონალობა ნელ-ნელა იზრდება, რის შემდეგაც დოს ოქტავების კლებადი გამა ბრუნდება. მძვინვარე ნოტები იზრდება უფრო და უფრო ხმამაღალ გამებში fff დინამიკით. ამის შემდეგ მარცხენა ხელი უკრავს მაღალ, დაბალი ტონალობის ტრელს. შემდეგ მარჯვენა ხელი უკრავს ინტენსიურ არპეჯიოს, საბოლოოდ კი ნაწარმოები სრულდება დამხურავი გამით. ეს ეტიუდი, ისევე, როგორც ტრანსცენდენტური ეტიუდი №3 („Paysage“), სიმარტივით გამოირჩევა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტრანსცენდენტური ეტიუდები: ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Details / G. Henle Verlag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-05. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020