სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამიკა.

დინამიკა მუსიკაში — ხმის სიძლიერესთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა. ჟღერის სიძლიერის ძირითადი გრადაციები: piano (ნოტებში შემოკლებით — p) — წყნარად, სუსტად და forte (f) — ხმამაღლა, ძლიერად. piano-დან იწარმოება (შესუსტებისკენ) pianissimo (pp) — ძალიან წყნარად. piano-pianissimo (ppp) — მეტისმეტად წყნარად და ა.შ. (ppppp-მდე). forte-დან იწარმოება: (ხმის გაძლიერებისაკენ) — fortissimo (ff) — ძალიან ხმამაღლა, forte-fortissimo (fff) — მეტისმეტად ხმახმაღლა და ა. შ.(fffff-მდე). იხმარება აგრეთვე აღნიშვნები mezo piano (mp) — ზომიერად წყნარი და mezzo forte (mf) — ზომიერად ძლიერი. ბგერის თანდათანობით გაძლიერებას ეწოდება crescendo (cresc. გრაფიკული ნიშანი <), თანდათანობით შესუსტებას — diminuendo ან decrescendo (dim ანdecresc. გრაფიკული ნიშანი >). დინამიკის გრადაციები და მისი აღნიშვნები მუსიკაში შეფარდებითი ხასიათისაა, ხმის სიძლიერის აბსოლ. სიდიდე დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან (ინსტრუმენტის ტიპი, ანსამბლური შესრულებისას — პარტიათა რაოდენობა, თითოეული პარტიის შემსრულებელთა რიცხვი, დარბაზის აკუსტიკური თვისებები და სხვ.). ხმის სიძლიერის აბსოლუტური სიდიდე გამოიხატება ფონებში.

ლიტერატურა

რედაქტირება