ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო და კოშკი (ბაქო)
ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო და კოშკი ბაქოში - 33 სართულიანი სასტუმრო და კოშკი ნასიმის რაიონში, ბაქოში, აზერბაიჯანში. სასტუმროსა და კოშკის მშვენებლობა 2008 წელს დაიწყო და თავდაპირველად ის საცხოვრებელ კომპლექსად იყო ჩაფიქრებული. პროექტი ეკუთვნის Baku XXI Century-ს, კომპანიას.[1]
ბიზნესმენი დონალდ ტრამპი პროექტს 2012 წლის მაისში შეურთდა მისი კომპანიის, The Trump Organization-ის მეშვეობით. ტრამპმა პროექტში მისი ინვესტიციების შესახებ 2014 წლის ნოემბერში განაცხადა, ხოლო 2015 წლის ივნისში განაცხადა, რომ შენობა სასტუმროს როლს შეასრულებდა. კონსტრუქციის მშენებლობა 2015 წლისთვის შეჩერდა და პროექტი დაუმთავრებელი დარჩა. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა წამოაყენა, პროექტში მისი ჩართულობით ბევრი ახალი ორგანიზაცია დაინტერესდა და ტრამპისა და მამადოვების ოჯახის შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაპროექტის შესახებ ინფორმაცია 2008 წელს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც სასტუმრო ჰეიდარ ალიევის გამზირზე უნდა აგებულიყო. ახალი პროექტის საკუთრების დიდი ნაწილი სახლებით იყო დაფარული. პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 195 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა შემდეგში დიზაინის შეცვლის კვალდავკალ ხარჯებიც გაიზარდა.[1] პროექტი თავდაპირველად ადგილობრივმა არქიტექტორმა შეადგინა და თავდაპირველი დიზაინი გვირგვინის მსგავს სახურავს ითვალისწინებდა. Pierre Baillargeon and Mixity Design-მა, ლონდონში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმამ, ახალი პროექტი შეადგინა, რომელიც გვირგვინის ასპექტების მქონე სახურავის მოხსნას გულისხმობდა. შენობა მრუდის მქონე ნაგებობის სახით დაპროექტდა და აფრას მიემსგავსა, როგორც დუბაიში მდებარე ბურჯ-ალ-არაბი.[1]
პროექტი ეკუთვნის Baku XXI Century-ს, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრსა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის, ზია მამადოვის, ელტონ მამადოვის მიერ დაფუძნებულ კომპანიას.[2] 2011 წელს ადგილობრივმა მთავრობამ მცხოვრებლები წერილებით გააფრთხილა, რომ მათი სახლები სამთავრობო მნიშვნელობის მქონე პროექტის ტერიტორიაზე მდებარეობდა და დემონტაჟს ექვემდებარებოდა.[1]
გადადება
რედაქტირება2015 წელს პროექტი დროებით შეჩერდა. ივლისში სასტუმროს სპიკერმა განაცხადა, რომ პროექტი წლის ბოლოსთვის განახლდებოდა. 2015 წლის სექტემბერში სასტუმრო ტრამპის სასტუმროთა კოლექციის ვებსაიტიდან ამოიღეს.[3] 2016 წლის 11 აგვისტოს სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა.[4][5] შენობას ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუჩნდა 2018 წლის 28 აპრილს. ხანძრის გაჩენის მიზეზები არ გარკვეულა.[6][7]
მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ალან გარტერმა, The Trump Organization-ის უფროსმა მეთაურმა განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობა გაგრძელდებოდა. ამ დროისთვის შენობის 2/3 უკვე დასრულებული იყო. შენობის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების, შენობა 2017 წლის თებერვლისთვის გაიხსნებოდა.[8][8][9]
კორუფცია
რედაქტირებამამადოვების ოჯახს კორუფციასთან კავშირის რეპუტაცია აქვთ. ადამ დევიდსონმა, რომელიც ათეულობით კონტრაქტორს ესაუბრა, განაცხადა, რომ „ზოგიერთი მათგანის ქცევა კორუფციაში ჩართვის ნიშნებს ამჟღავნებდა“. ფრენკ მაკდონალდმა, რომელიც შენობის ინტერიერზე ფართო სამუშაოებს აწარმოებდა, განაცხადა, რომ მისი ფირმა ორგანიზაციისგან ანაზღაურებას ყოველთვის ნაღდი ფულით იღებდა და მსგავსად უნაზღაურებდნენ სხვა კონტრაქტორებსაც: „ერთხელ 108 000 აშშ დოლარის წაღება ლეპტოპის ჩანთით მომიხდა, შემდეგში კი 200 000 აშშ დოლარის. მაკდონალდმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა კოლეგამ 2 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურება ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო. სატელეფონო ინტერვიუს დროს Baillargeon-მა დევიდსონს ყურმილი დაუკიდა, როდესაც დევიდსონმა მას ჰკითხა, პროექტის დიზაინერად ყოფნის დროს შეემჩნია თუ არა დიდი რაოდენობით თანხის ხელზე გადაცემის ფაქტები.[1]
ტრამპის საერთაშორისო სასტუმროსა და კოშკის პროექტი ერთ-ერთია ტრამპის საერთაშორისო უძრავ ქონებათა შორის, რომელსაც კორუფციასა და ფულის გათეთრებას უკავშირებენ.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website, archived via the Wayback Machine
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Adam Davidson (March 13, 2017). „Donald Trump's Worst Deal“. The New Yorker. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ „Trump Tower to be opened in Baku in June 2015“. News.az. November 6, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2019. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ Geybulla, Arzu (April 20, 2016). „How Trump tower almost opened in Azerbaijan“. Meydan TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2017. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ „Baku building, formerly known as Trump Tower Baku, is on fire“. Azerbaijan Business Center. August 11, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2016. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ „Fire occurred in Trump Tower Baku“. Report News Agency. August 11, 2016. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ „Trump Tower is on fire in Azerbaijani capital Baku“. The Independent (ინგლისური). 2018-04-28. ციტირების თარიღი: 2018-04-28.
- ↑ Ellingworth, James (April 28, 2018). „Azerbaijan: 2 fires strike high-rise planned as Trump hotel“. USA Today. Associated Press. ციტირების თარიღი: May 16, 2018.
- ↑ 8.0 8.1 Baker, Stephanie (December 15, 2016). „Trump Tower in Azerbaijan Showed Conflict Risk in Strategic Area“. Bloomberg. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ Tanfani, Joseph (December 22, 2016). „Trump backs out of real estate projects around the world, but that may not be enough to avoid conflicts“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: April 21, 2017.
- ↑ „Bribery, Corruption, Money Laundering: The Many Investigations Into Trump Business Partners“. The Huffington Post. 3 July 2017.