ტორუნის მეორე ზავი

ტორუნის მეორე მშვიდობა — სამშვიდობო ხელშეკრულება ტევტონთა ორდენსა და პოლონეთის სამეფოს შორის, რომელიც 1466 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ტორუნში გაფორმდა. ამით 1454-1466 წლების ცამეტწლიანი ომი დაასრულა, რომელიც პრუსიის კონფედერაციის აჯანყებით ჯვაროსნების ძალაუფლების წინააღმდეგ დაიწყო.

ტორუნის მეორე მშვიდობა
ხელი მოეწერა 19 ოქტომბერი, 1466
ადგილი ტორუნი
ენა ლათინური ენა

დოკუმენტი 3 პერგამენტის ფურცლისგან (12 გვერდი) შედგება, ზომით 456x296 მმ. ტექსტი ლათინურადაა დაწერილი. დოკუმენტს 55 ბეჭედი ადევს. რომის პაპის ლეგატის რუდოლფ რუდეშეიმის ხელნაწერ ნახატებსა და სანოტარო ნიშნებს შეიცავს, აგრეთვე ნოტარიუსების: იან ევიჰ დე ატენდორნისა და სტანისლავ ფრანკო რედკოვიჩსკის ნახატებს[1].

ორივე მხარე დათანხმდა პაპ პავლე II-სა და საღვთო რომის იმპერატორ ფრედერიკ III-ის მიერ სამშვიდობო პირობების დადასტურებას, მაგრამ პოლონური მხარე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მშვიდობა დადასტურების გარეშეც ძალაში იყო.

ტორუნის მშვიდობის თანახმად, ორდენის დასავლეთი ნაწილი გადავიდა პოლონეთში - გდანსკის პომერანიაში, ჩელმინსკასა და მიჩალოვსკის მიწებზე, მევეზე, მალბორკში, ელბლაგში და ვარმიის სამთავრო-ეპისკოპოსში. შემდგომში ორდენის საკუთრების ამ ნაწილს პოლონური ან სამეფო პრუსია ეწოდა. ორდენმა, რომლის დედაქალაქი მალბორკის (მარიენბურგის) დაკარგვის შემდეგ გახდა კონიგსბერგი, თავი პოლონეთის მეფის ვასალად აღიარა[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება