ტორი (გეომეტრია)
ტორი, ტოროიდი (ლათ. torus — „ამობურცულობა“, „კვანძი“, „ლილვაკი“) — გეომეტრიული სხეული, რომელიც მიიღება წრის ბრუნვის შედეგად ამ წრის სიბრტყეში მდებარე იმ წრფის გარშემო, რომელიც არ კვეთს მოცემულ წრეს. ზედაპირს, რომელიც შემოსაზღვრავს ტორს, აგრეთვე ტორს უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 24.