ტორე ლატინოამერიკანა

ტორე ლატინოამერიკანა (ესპ. Torre Latinoamericana, სიტყვასიტყვით "ლათინოამერიკული კოშკი") — ცათამბჯენი მეხიკოს ცენტრში. მისი ცენტრალური მდებარეობა, სიმაღლე (182 მ, 44 სართული) და ისტორია მას მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის სტატუსს ანიჭებს. ის ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო 1956 წლიდან 1984 წლამდე, როდესამ მას ტორე ეხეკუტივა პემექსმა გაუსწრო 22 მეტრით.

ტორე ლატინოამერიკანა

შენობა მეხიკოს პირველ ცათამბჯენად ითვლება. თუმცა პირველი ცათამბჯენები ამ ქალაქში უკვე 1935 წელს გაჩნდა. იმ პერიოდში უდიდესი იყო საერთაშორისო კაპიტალის შენობა (Edificio Internacional de Capitalización). ლატინოამერიკანამ მას 1955 წლის 30 სექტემბერს მშენებლობის პერიოდში გაუსწრო.

ტორე ლატინოამერიკანა ააგეს როგორც სადაზღვევო კომპანია ლატინოამერიკანა სეგუროსის შტაბ-ბინა. შენობის დასრულებისას კომპანიამ მისი მე-4-8 სართულები დაიკავა, დანარჩენები კი გაქირავდა. აშენების პერიოდში ტორე ლატინოამერიკანა მსოფლიოში სიმაღლით 45-ე შენობა იყო. მისი საობსერვატორიო ტერასა განლაგებული 44-ე სართულზე მეხიკოში ყველაზე მაღალი იყო 2004 წელს ტორე მაიორის კოშკის 52-ე სართულზე ტერასის გახსნამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება