ტორე-მაიორი

(გადამისამართდა გვერდიდან ტორე მაიორი)

ტორე მაიორი (Torre Mayor) — ცათამბჯენი მეხიკოში. სიმაღლე — 225 მეტრი ბოლო სართულის ჩათვლით. 55 სართულით ყველაზე მაღალი შენობაა ლათინურ ამერიკაში, გაუსწრო რა 2003 წელს 220 მეტრი სიმაღლის პარქე სენტრალ კომპლექსს კარაკასში (ვენესუელა), რომელსაც ეს ტიტული 1979 წლიდან ეჭირა. აგებულია კანადელი მეწარმე პოლ რახმანის მიერ და ამჟამად მის მფლობელობაშია რამდენიმე სხვა მოწილესთან ერთად.

ტორე მაიორი

შენობა მდებარეობს პასეო დე ლა რეფორმას #505-ში. მშენებლობა დაიწყო 1999 წელს და დასრულდა 2003 წლის ბოლოს. მეხიკოში მიწისძვრების სიხშირის გამო შენობა მაღალი სეისმომედეგობის სტანდარტებით აიგო. ლოს-ანჯელესის აშშ-ის ბანკის ტაუერთან ერთად ტორე მაიორს მსოფლიოში ყველაზე მიწისძვრა-გამძლე შენობის ტიტული აქვს მინიჭებული. ორივე შენობის კონსტრუქცია 8.5+ ბალის ინტენსივობის მიწისძვრის მედეგობას ითვალისწინებს.

საზოგადოებრივი ობსერვატორია-ტერასა შენობის 52-ე სართულზე გაიხსნა 2004 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება