ტომ სოიერი
ტომას „ტომ“ სოიერი (ინგლ. Thomas "Tom" Sawyer) — მარკ ტვენის რომანის, ტომ სოიერის თავგადასავლების (1876) პატარა პერსონაჟი. იგი გამოჩნდა მარკ ტვენის სამ სხვადასხვა რომანში: ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი (1884), ტომ სოიერი საზღვარგარეთ (1894), ტომ სოიერი მაძებარი (1896).
ტომ სოიერი Tom Sawyer | |
---|---|
ტრუმენ უილიამსის 1876 წლის ილუსტრაცია | |
პირველი გამოჩენა | ტომ სოიერის თავგადასავლები |
ბოლო გამოჩენა | ტომ სოიერი მაძებარი |
შემქმნელი | მარკ ტვენი |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
ნათესავები | დეიდა პოლი (დეიდა), სალი ფელპსი (დეიდა), მერი (ბიძაშვილი), სიდი (ნახევარძმა) |
საცხოვრებელი | სანკ-პეტერბურგი, მისურის შტატი |
ეროვნება | ამერიკელი |
ამ პერსონაჟის სახელი შეიძლება აღებული იყოს მარკ ტვენის ნაცნობი მხიარული მეხანძრისგან, რომელიც მან გაიცნო სან ფრანცისკოში,[1][2] სანამ რეპორტიორად მუშაობდა. მარკ ტვენი ხშირად უსმენდა სოიერს, რომელიც უყვებოდა თავისი ახალგაზრდობის ამბებს.
აღწერა
რედაქტირებატომ სოიერის საუკეთესო მეგობრებია: ჯო ჰარპერი და ჰეკლბერი ფინი. ტომ სოიერის თავგადასავალში აშკარაა ტომის ბრმა სიყვარული მისი თანაკლასელის ბეკი ტეტჩერის მიმართ, რამდენადაც ის ცდილობს მის დაინტრიგებას თავისი ძალით, გამბედაობითა და გარეგნული სილამაზით. ტომ სოიერი ბეკის პირველად ნახულობს მას შემდეგ, რაც გამოუტყდება თავის ერთ-ერთ თანაკლასელს, ამი ლორენსს თავის გრძნობებში. ტომ სოიერი ცხოვრობს თავის ნახევარძმასთან, სიდდთან, მის ბიძაშვილ მერისთან და თავის მკაცრ დეიდა პოლთან ერთად. მოქმედება ხდება სანკ-პეტერბურგში, მისურის შტატი (ადგილი გამოგონილია). წიგნში არაფერია ნახსენები ტომის მამაზე. მას ჰყავს კიდევ ერთი დეიდა, სალი ფელპსი, რომელიც ცხოვრობს მნიშვნელოვნად შორს მდინარე მისისიპიდან. ტომი არის დეიდა პოლის გარდაცვლილი დის შვილი.
რომანში ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, ტომ სოიერი არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. მთელი რომანის განმავლობაში, ჰეკლბერის ინტელექტუალური და ემოციური განვითარება წარმოადგენს მთავარ თემას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Biography of Tom Sawyer - 1900. Sfmuseum.net (1996-09-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-18. ციტირების თარიღი: 2012-07-24.
- ↑ Robert Graysmith. (ოქტომბერი, 2012) The Adventures of the Real Tom Sawyer. Smithsonian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-25. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2012.