ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი
ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი (რუს. Томский областной художественный музей) — კულტურული დაწესებულება ტომსკის ტერიტორიაზე, დაარსებულია 1979 წელს. მუზეუმის დირექტორია ელენა იანინა.
ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი | |
---|---|
56°28′58″ ჩ. გ. 84°56′50″ ა. გ. / 56.48278° ჩ. გ. 84.94722° ა. გ. | |
დაარსდა | 1979 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ტომსკი |
სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
დირექტორი | ელენა იანინა |
ოფიციალური საიტი | [artmuseumtomsk.ru artmuseumtomsk.ru] |
ისტორია
რედაქტირებატომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი დაარსდა 1979 წლის 1 ოქტომბერს ტომსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტლების საფუძველზე. მუზეუმის ძირითად ექსპოზიციას შეადგენდა ტომსკის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამხატვრო განყოფილების ექსპონატები. 1982 წელს მუზეუმს გადაეცა ვაჭარ ნატალია ივანეს ასული ორლოვას ყოფილი საშემოსავლო სახლი (არქიტექტორი კ. კ. ლიგინი, 1903 წელი).
მუზეუმის კოლექციის ფორმირება დაიწყო 1920-იანი წლებიდან. იმ პირველ 50 ნახატს შორის, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კულტურისა და ხელოვნების დაცვის სექციიდან მიიღო ახალმა მუზეუმმა, იყო ვასილი სურიკოვის ნახატი „გოგონას თავი“[1] და პეტრე კონჩალოვსკის „ნატურმორტი ბეგონიებით“.[2][3] 1929 წელს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდიდან და ტრეტიაკოვის გალერეიდან გადაეცა ვასილი ტროპინინის „მაზურინების პორტრეტები“,[4] ვ. ა. სეროვის „ა. ვ. კასიანოვის პორტრეტი“,[5] ორესტ კიპრენსკის „ა. ი. კორსაკოვის პორტრეტი“,[6] ვასილი პოლენოვის, ლევ კამენევის და ასევე XVIII–XIX საუკუნეების ფერმწერთა პეიზაჟები. ასევე მიიღეს სურათები და აკვარელი, მათ შორის ფილიპ მალიავინისა და არისტარხ ლენტულოვის ნამუშევრები. 1940-იან წლებში ტომსკში შეიძინეს პავლე სვედომსკისა და მიხაილ კლოდტის ნამუშევრები.[7] საჩუქრად მიღეს პავლე პლეშჩანოვის პორტრეტული ნამუშევრები. მუზეუმების ფონდებში არის აგრეთვე მაქსიმილიან ვოლოშინის ექვსი აკვარელი.[8]
ფილიალები
რედაქტირებასაოლქო სამხატვრო მუზეუმის ფილიალებია ტომსკის ხის ხუროთმოძღვრების მუზეუმი (კიროვის პროსპექტი, სახლი 7), ჩაინსკის სურათების გალერეა (სოფელი პოდგორნოე, ჩაინსკის რაიონი) და ჩრდილოეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი (სოფელი კარგასოკი, კარგასოკის რაიონი).
ლიტერატურა
რედაქტირება- Томский областной художественный музей // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 370—371. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Головка девушки. Портрет З. С. Хаминовой (этюд). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2019-01-17.
- ↑ Кончаловский Натюрморт с бегонией. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-23. ციტირების თარიღი: 2019-01-17.
- ↑ Кончаловский Петр Петрович. «Натюрморт с бегонией»
- ↑ Портрет Мазурина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-10. ციტირების თარიღი: 2019-01-17.
- ↑ Серов Валентин Александрович (1865—1911) → Портрет А. В. Касьянова. 1907
- ↑ Портрет Алексея Ивановича Корсакова («Читающий у свечи»)[მკვდარი ბმული]
- ↑ Сведомский Павел Александрович. «Голова итальянки»
- ↑ Томский вечер с Волошиным