ტრეტიაკოვის გალერეა
ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა (რუს. Государственная Третьяковская галерея) — მსოფლიოში რუსული ხელოვნების მოწინავე მუზეუმი რუსეთში, მოსკოვში.
ტრეტიაკოვის გალერეა | |
---|---|
რუს. Государственная Третьяковская Галерея | |
ტრეტიაკოვის გალერეა | |
55°44′28″ ჩ. გ. 37°37′13″ ა. გ. / 55.74111° ჩ. გ. 37.62028° ა. გ. | |
დაარსდა | 1856 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქი, Yakimanka District, მოსკოვი და რუსეთი |
ვიზიტორები | 1,626,825 (2015) |
დირექტორი | ზელფირა ტრეგულოვა |
ოფიციალური საიტი | https://www.tretyakovgallery.ru |
გალერეის ისტორია იწყება 1856 წლიდან, როდესაც მოსკოველმა ვაჭარმა პაველ ტრეტიაკოვმა (1832-98) შეისყიდა მისი თანამედროვე რუსი მხატვრების ნამუშევრები საკუთარი კოლექციის შექმნის მიზნით, რომელიც შესაძლოა მომავალში ხელოვნების ეროვნულ მუზეუმად გადაქცეულიყო. 1892 წელს ტრეტიაკოვმა მისი უკვე განთქმული კოლექცია რუს ხალხს წარუდგინა.
გალერეის მთავარი შენობის პროექტი ეკუთვნის მხატვარ ვიქტორ ვასნეცოვს და ის განსაკუთრებულ რუსულ ზღაპრულ სტილშია გადაწყვეტილი. შენობა აიგო 1902-04 წლებში მოსკოვის კრემლის სამხრეთით. XX საუკუნის განმავლობაში გალერეა გაფართოვდა და მოიცვა რამდენიმე მეზობელი შენობაც, მათ შორის XVII საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ტოლმაჩიში. ახალი შენობა კრიმსკი ვალზე მიეძღვნა თანამედროვე რუსული ხელოვნების ნიმუშებს.
ამჟამად კოლექცია 130,000-ზე მეტ ნიმუშს შეიცავს, ანდრეი რუბლიოვის „სამებიდან“ ვასილი კანდინსკის მონუმენტური „კომპოზიცია VII“-ითა და კაზიმირ მალევიჩის „შავი კვადრატით“ დამთავრებული.