ტომას კენინგემ „ტომი“ თეიერი (ინგლ. Thomas Cunningham Thayer; დ. 7 ნოემბერი, 1960, პორტლენდი) — ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფ Black ’n Blue-ის დამაარსებელი და Kiss-ის წამყვანი გიტარისტი 2002 წლიდან.

ტომი თეიერი
„Spaceman“

ტომი თეიერი 2012 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1960 (1960-11-07) (62 წლის)
დაბ. ადგილი პორტლენდი, ორეგონი, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, მძიმე როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1978–დღემდე
ასოციაციები Black 'n Blue
Kiss
საიტი tommythayer.com
ტომი თეიერი ვიკისაწყობში

1981 თეიერმა ჯეიმი სენტ-ჯეიმზთან ერთად დააარსა ჯგუფი Black ’n Blue, რომელშიც ასევე შედიოდნენ: ჯეფ უორნერი (გიტარა), პატრიკ იანგი, (ბასი) და პიტ ჰოლმსი (დრამი). ჯგუფმა 1984-1989 წლებში სულ გამოაქვეყნა ოთხი ალბომი Geffen Records-ის ნიშნის ქვეშ. როგორც კი Geffen Records-მა გაწყვიტა კონტრაქტი ბენდთან, ტომიმ დატოვა ჯგუფი. 1991 წელს ჯეიმზთან ერთად ის უკრავდა ჯგუფში Cold Gin.

Kiss-ისთვის იგი ცნობილი გახდა ჯგუფ Cold Gin-დან და მიიწვიეს პოლ სტენლის დაბადების დღეზე დასაკრავად. ცოტა მოგვიანებით Kiss-ის დამფუძნებელმა წევრმა და ბასისტმა ჯინ სიმონსმა თეიერს შესთავაზა მის პირად თანაშემწედ მუშაობა, იგი დაუყოვნებლივ დათანხმდა შემოთავაზებას, ხოლო შემდგომში გახდა Kiss-ის ტურების მენეჯერი. როდესაც ეის ფრეილიმ 2002 წელს დატოვა ჯგუფი, სწორედ ტომიმ ჩაანაცვლა იგი. 2002 წლის მარტში, იამაიკაზე თეიერმა Kiss-ის შემადგენლობაში პირველად დაუკრა.

დისკოგრაფია რედაქტირება

Black 'n Blue რედაქტირება

Kiss რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 'PodKISSt' Kiss-Themed Podcast Featuring Jigoku-Retsuden Roundtable Discussion Available. Blabbermouth (29 სექტემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2009.[მკვდარი ბმული]