ტომიოკის აბრეშუმის ფაბრიკა
ტომიოკის აბრეშუმის ფაბრიკა — უძველესი აბრეშუმის ქარხანა იაპონიაში. მდებარეობს გუმის პრეფექტურის ისტორიულ ქალაქ ტომიოკაში, ტოკიოდან ჩრდილო-დასავლეთით 100 კმ-ზე. დაარსდა 1872 წელს. აშენდა იაპონიის მთავრობის მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი მასალებით. მთავრობამ ფაბრიკა გამოაცხადა ისტორიულ ძეგლად და ამან განაპირობა ის, რომ იგი დღემდე კარგადაა შემონახული.
ტომიოკის აბრეშუმის ფაბრიკა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იაპონია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1449 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1449 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქარხანა შედგება ოთხი ობიექტისაგან:
- საცდელი მეურნეობა სადაც ხდება აბრეშუმის დართვა.
- ცივი სათავსი სადაც ინახავენ აბრეშუმის ჭიის კვერცხს.
- ფაბრიკა სადაც ხდებოდა აბრეშუმის შიის პარკის დამუშავება და ძაფის დახვევა.
- მეაბრეშუმეობის ტექნოლოგიის შემსწავლელი სკოლა.
ტომიოკის აბრეშუმის ფაბრიკა დაეხმარა იაპონიას გამხდარიყო მსოფლიოში აბრეშუმის წამყვანი ექსპორტიორი, განსაკუთრებით საფრანგეთსა და იტალიაში.
2014 წლის 21 ივნისს ტომიოკის აბრეშუმის ფაბრიკა შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].