ტოლვაიარვის ბრძოლა
ტოლვაიარვის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
სსრკ-ფინეთის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 12 დეკემბერი, 1939 | ||
მდებარეობა | ტოლვაიარვის ტბა | ||
შედეგი | ფინეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ტოლვაიარვის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ტოლვაიარვის ბრძოლა — 1939 წლის 12 დეკემბერს გამართული ბრძოლა ფინეთისა და სსრკ-ის სამხედრო ძალებს შორის. ეს იყო ფინური ძალების პირველი დიდი გამარჯვება ზამთრის ომის განმავლობაში.
წინარე ისტორია
რედაქტირებაომის გამოცხადების შემდეგ 30 ნოემბერს ფინეთის არმიამ ლადოგის ტბის ჩრდილოეთიდან დაიწყო უკანდახევა. შეუძლებლად ითვლებოდა, რომ სსრკ დიდი რაოდენობის ჯარს განათავსებდა ამ თითქმის უგზო ოლქში, თუმცა ამ რეგიონში სუოიარვისა და ტოლვაიარვის შორის განთავსდა მთელი დივიზია. წითელი არმია IV ფინური კავშირგაბმულობის ბატალიონისათვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. საფრთხის წინააღმდეგ ფინელებმა შექმნეს „ტალველას ჯგუფი“ პოლკოვნიკ პაავლო ტალველას მეთაურობით.
ბრძოლა
რედაქტირებაჩრდილოეთის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ორი ბატალიონისაგან, მალევე წააწყდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგობას. ისინი შეხვდნენ სსრკ-ის 718-ე პოლკს, რომელიც მზად იყო დარტყმა განეხორციელებინა ფინური არმიის ფლანგზე. შუადღისაკენ ფინეთის ჯარები თავიანთ ხაზებს დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, მან ხელი შეუშალა 718-ე არმიას, რომ შეტევა განეხორციელებინა ფინეთის ფლანგზე. ფინელებს არ დაუკარგავთ კონტროლი სიტუაციაზე, მიიღეს საარტილერიო დახმარება და გადავიდნენ შეტევაზე. საბჭოთა ძალების ალყაში მოსაქცევად ფინელებმა გამოიყენეს რეზერვი. 139-ე საბჭოთა დივიზია დაამარცხეს და მოგვიანებით (20-22 დეკემბერს) დაამარცხეს იაგლიაიარვისთან.
შედეგები
რედაქტირებაფინეთის არმიამ დაკარგა 100 ადამიანი, 250 კი დაიჭრა. წიტელმა არმიამ დაკარგა 1 000-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 20 ტანკი და 60 ქვემეხი. მორალური თვალსაზრისით ომი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფინელებისათვის.
გენერალი ნიკოლაი ბელიაევი მეორე დღეს გადააყენეს თანამდებობიდან[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Обнаружены малоизвестные факты о «Зимней войне»[მკვდარი ბმული], ГТРК Карелия, 4.08.2009
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Документы о потерях личного состава советских частей в советско-финскую войну 1939—1940 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-15. ციტირების თარიღი: 2017-12-12.