ტოკუსაცუ
ტოკუსაცუ (იაპონ. 特撮; სიტყვასიტყვით „სპეცეფექტები“) — კინოჟანრი, რომელიც თავის თავში მოიცავს ისტორიას სუპერგმირების შესახებ, სადაც ფიგურირებს დიდი რაოდენობით სპეცეფექტები.[1] აღნიშნული ჟანრი არსებობს იაპონიაში (ყველაზე მასიურად), აშშ-ში, ფილიპინებსა და ბრაზილიაში.
ტოკასაცუ აგრეთვე შეიძლება გაინისაზღვროს როგორც „ფანტასტიკური ფილმი ვიზუალური ეფექტებით სუპერგმირების შესახებ“.
ჟანრი წარმოიშვა 1950-იან წლებში. როგორც წესი, ტოკასაცუს ჟანრის ნამუშევრებში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს ერთი ან რამდენიმე გმირი ზეშესაძლებლობებს ბოროტებასთან საბრძოლველად (დაწყებული ტერორისტული ორგანიზაციებით, დამთავრებული დემონებითა და უცხოპლანეტელებით). მთავარი გმირები ზეშესაძლებლობებს ღებულობენ თავიანთი სუპერკოსტიუმებისგან ან მაღალტექნოლოგიური ფს მაგიური ხელსაწყოებისაგან. გმირების ბრძოლა მონსტრებთან დატვრითულია საბრძოლო ხელოვნების გამოყენებით, ფანტასტიკური იარაღებითა და მაგიით. ამ ჟანრის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ფილმები გოძილას და გამერას შესახებ, აგრეთვე სუპერგმირული ტელესერიალები: „Kamen Rider“, „Metal Hero“ და „Giant Robo“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Allison, Anne. Millennial Monsters: Japanese Toys and the Global Imagination. ISBN 0-520-24565-2.
- Craig, Timothy J. Japan Pop!: Inside the World of Japanese Popular Culture. ISBN 0-7656-0560-0.
- Grays, Kevin. Welcome to the Wonderful World of Japanese Fantasy (Markalite Vol. 1, Summer 1990, Kaiju Productions/Pacific Rim Publishing)
- Godziszewski, Ed. The Making of Godzilla (G-FAN #12, November/December 1994, Daikaiju Enterprises)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Иванов Б. А., Введение в японскую анимацию, 2-е изд, Фонд развития кинематографии; РОФ «Эйзенштейновский центр исследований кинокультуры», 2001. — გვ. 396. 233 გვ, ISBN ISBN 5-901631-01-3 Invalid ISBN.