ტკბილი ყურძენი
ტკბილი ყურძენი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ააშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, იშვიათად უმხრო, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი წვრილი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ შებრტყელებული, მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეზე ყავისფერი ლაქებით. რბილობი წვნიანია.
ტკბილი ყურძენი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0 გ/ლ-ს.
გამოიყენება საკუპაჟე ღვინომასალად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 359