ტიუშენების აჯანყება

გლეხთა ანტიფეოდალური აჯანყება XIV საუკუნის საფრანგეთში

ტიუშენების აჯანყება (ფრანგ. tuchins ან touchins — ტყის ხალხი, სავარაუდოდ, შუაფრანგ. სიტყვიდან touche — კორომი, პატარა ტყე) — გლეხთა ანტიფეოდალური აჯანყება ცენტრალურ და სამხრეთ საფრანგეთში XIV საუკუნის 60–80-იან წლებში. დაიწყო 1363 წელს ოვერნში, 80-იან წლებში ძალიან დიდი ტერიტორია მოიცვა (ოვერნი-ლანგედოკი, პუატუ, ლიმუზენი, რუერგი, პროვანსი, დოფინე), სადაც აჯანყებულები 1382–1384 წლებში ფაქტობრივად განაგებდნენ მდგომარეობას. მოძრაობას შეუერთდა მრავალი პატარა ქალაქის მცხოვრები, მსხვილი ქალაქების (მონპელიე, ტულუზა, კარკასონი, ნარბონი, ნიმი, ბო-კერი) ხელოსნები. ტიუშენების აჯანყება ძირითადად მიმართული იყო საგადასახადო ტვირთის წინააღმდეგ, რომელიც ძლიერ გაიზარდა ასწლიანი ომის (1337–1453) დროს. ტიუშენებმა უარი განაცხადეს გადასახადების გადახდაზე, დახოცეს გადასახადის ამკრეფნი, გაძარცვეს და დაანგრიეს ფეოდალთა ციხესიმაგრეები, მამულები, ებრძოდნენ დიდგვაროვანთა რაზმებს და ინგლისელ დამპყრობლებს. 1384 წელს აჯანყებულთა მთავარი ძალები გაანადგურეს; ცალკეული რაზმები მოქმედებდნენ 1390 წლამდე.[1]

ტიუშენების აჯანყება, XIV–XV საუკუნეების მინიატიურა.
  1. Тюшены // Советская историческая энциклопедия. т. 14. — М.: «Советская энциклопедия», 1973. — стр. 321.