ტიუილრის ბაღი (ფრანგ. le jardin des Tuileries) — პარიზის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძველი კლასიკური ფრანგული ბაღი. იგი გადაშლილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კონკორდის მოედნიდან ლუვრამდე, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მდინარე სენიდან რივოლის ქუჩამდე. ადრე ბაღის ტერიტორიაზე აღმართული იყო ტიუილრის სასახლე, ძველი სამეფო და საიმპერატორო რეზიდენცია.

ტიუილრის ბაღის დიდი აუზი
ტიუილრის ბაღის პატარა აუზი
ტიუილრი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

ტიუილრის ბაღი მოიცავს მრავალ აუზსა და ქანდაკებას. იგი მოწყობილ იქნა ანდრე ლე ნოტრის მიერ კოლბერის პერიოდში (1664).

რევოლუციის პერიოდი

რედაქტირება

ბაღის შესასვლელში მდებარე დიდი მრგვალი აუზი 1794 წლის 8 ივნისს გამოყენებულ იქნა „უმაღლესი არსების“ ცერემონიისთვის. აქ მოთავსებულ იქნა რამდენიმე გამოსახულება: „ათეიზმი“, რომელსაც გარს ერტყა „ამბიცია“, „ეგოიზმი“, „უთანხმოება“ და „ყალბი სიმარტივე“. მაქსიმილიან რობესპიერმა მას ცეცხლი წაუკიდა ხალხის აპლოდისმენტების ფონზე.

1794 წელს ამავე ბაღში გამოატარეს ჟან-ჟაკ რუსოს ცხედარი, როცა მისი გადასვენება ხდებოდა ერმენონვილიდან პანთეონში.

დღეისთვის ტურისტებისა და მოსეირნეთათვის ბაღში უამრავი სკამი დგას. ბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ჟე დე პომის გალერეა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება