ტიტუშკები

პირები, ხშირად დაქირავებულები, რომლებიც გამოიყენებიან პოლიტიკური ოპონენტების ან მომიტინგეებ

ტიტუშკები, ასევე მხ.რ. ტიტუშკა ან უკრ. მრვლ. ტიტუშკი (უკრ. тітушки, რუს. титушки) — კრებსითი ტერმინი,[1][2] რომელიც უკრაინაში 2013 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროის წარმოიშვა და გავრცელდა და აღნიშნავს ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ძალადობრივ ან ოპოზიციის დისკრედიტაციაზე ორიენტირებულ ჯგუფებს.

Titushky
ტიტუშკი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინ, 2013 წლის 24 ნოემბერი.

თავდაპირველად აღნიშნავდა კუნთმაგარ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხელისუფლება ქირაობდა ოპონენტების წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად და ფიზიკური ძალადობისთვის, თუმცა მოგვიანებით ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და ხელისუფლების მიერ პროვოკაციის მოწყობის ან ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით დაქირავებული ნებისმიერი ასაკის ადამიანი მოიცვა.[3][4][5][6][7][8][9]

ტიტუშკების განსაკუთრებული მახასიათებელი არის ხელისუფლების მხრიდან მათი მხარდაჭერა, მფარველობა და, შედეგად, ძალოვანი და სასამართლო სტრუქტურების მხრიდან მათ ქმედებებზე რეაგირების არ ქონა.[10][11]

  1. Термин «titushki» стал популярным в западной прессе. Вопрос-ответ. АиФ Украина. aif.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-18. ციტირების თარიღი: 2014-1-25.
  2. Кто такие «титушки», и почему их так называют на Украине? Евромайдан в вопросах. Евромайдан. Аргументы и Факты. aif.ru. ციტირების თარიღი: 2014-1-25.
  3. Unian.net: «СМИ: „Титушкам“-провокаторам из Запорожья предлагают по $100 в день» დაარქივებული 2013-12-20 საიტზე Wayback Machine. . 11.12.2013
  4. В. Ярема: «„Титушкам“ платят от 200 до 500 гривен» დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. . Радио Свобода(უკრ.)
  5. Український тиждень: «Лінгвіст: „Тітушки“ і „кнопкодави“ мають шанси потрапити до академічних словників» დაარქივებული 2014-02-02 საიტზე Wayback Machine. . № 42, 20.10.2013(უკრ.)
  6. Lenta.ru: Бывший СССР: Украина: Бить, резать, убивать. lenta.ru. ციტირების თარიღი: 2014-1-27.
  7. Дмитрий Коротков. (4 Февраля 2014) Титушки против майдаунов. Сегодня.ua. ციტირების თარიღი: 2014-02-10.
  8. Елена Гамаюн. (7.02.2014) Ужасные «титушки». Московский комсомолец. ციტირების თარიღი: 2014-02-10.
  9. "Тушки", "титушки" и прочие чучела.... segodnia.ru. ციტირების თარიღი: 2014-1-25.
  10. На поруки его взял депутат Блока Петра Порошенко Дмитрий Голубов. А недовольного этим активиста при бездействии полиции прямо в здании суда избили титушки, пришедшие на процесс вместе с Трухановым. „Труханов и титушки. Знаете, что самое страшное?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2018-05-27.
  11. „Титушки | ОВД-Инфо“. ОВД-Инфо (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2018-05-27.