ტირი
ტირი — სპორტული ნაგებობა სამიზნეებზე ხელის ცეცხლმსროლელი და პნევმატური კუთხვილი იარაღის სროლისთვის სასწავლო-საწვრთნელ მეცადინეობებსა და და შეიჯიბრებებზე. ტირს აქვს სასროლო გალერეა, საცეცხლე გამჭოლი ზონა, რომლის სიგრძე შეესაბამება სროლის მანძილს, სამიზნეების მექანიზებული მოწყობილობანი, ტყვიის მიმღები, დამხმარე სათავსოები, იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობები. ზომების მიხედვით ტირში სროლა შესაძლებელია 100-300 მ. მანძილზე. ტირი შესაძლოა იყოს დახურული, სანახევროდ დახურული და ღია (საველე).
ღია ტირის კომპლექსს შეადგენს სპორტული სასროლი მოედანი, ხოლო ღია და დახურული ტირის კომპლესს საგანებოდ მოწყობილი ადმინისტრაციული შენობებით და სათავსოებითურთ — სასროლის სტადიონი დიდი შეჯიბრებებისა და ჩემპიონატების ჩასატარებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკაბაძე, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 724.