ტირანოზავრი (ლათ. Tyrannosaurus) — გიგანტური მტაცებელი დინოზავრები. ტირანოზავრის სიგრძე 12,3 მეტრი. სიმაღლე 4 მეტრს აჭარბებდა. ქალას სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევდა. მასიური, მძლავრი, ხანჯლისებრი კბილები ჰქონდა. ძლიერი კუდი და უკანა კიდურები სხეულის საყრდენს წარმოადგენდა, რედუცირებული წინა კიდურები კი დანამატის სახით იყო შემორჩენილი. ტირანოზავრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უკანასკნელი დინოზავრია, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა. მისი ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზედა ცარცული პერიოდის ნალექებში.

ტირანოზავრის თავის ქალა

ლიტერატურა

რედაქტირება