ტირაკეს პროვინცია

ტირაკე — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. პროვინცია ბოლივიის კორდილიერის მაღალმთიანეთიდან დაბლა ეშვება და მდინარე ჩაპარეს ტროპიკულ დაბლობებზე იშლება. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 50 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 65 კმ-ზე, საერთო ფართობი კი 1 739 კმ²-ია.

პროვინცია
ტირაკეს პროვინცია
Provincia de Tiraque
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 17°20′00″ ს. გ. 65°55′00″ დ. გ. / 17.33333° ს. გ. 65.91667° დ. გ. / -17.33333; -65.91667
ფართობი 1 739 კმ²
მოსახლეობა 35 017 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 52.1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 35 017 ადამიანს შეადგენდა. მათი 96.2%-თვის მშობლიური ენა კეჩუაა.

ტირაკეს პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია ტირაკე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კოორდინატები: 17°20′ ს. გ. 65°55′ დ. გ. / 17.333° ს. გ. 65.917° დ. გ. / -17.333; -65.917