ალექსი ტილო

რუსი გეოგრაფი, კარტოგრაფი და გეოდეზისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ტილო, ალექსი)

ალექსი ტილო (რუს. Тилло, Алексей Андреевич; დ. 25 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი] 1839, კიევის გუბერნია — გ. 11 იანვარი 1900 [ძვ. სტ. 30 დეკემბერი, 1899], სანქტ-პეტერბურგი) — რუსი გეოგრაფი, კარტოგრაფი და გეოდეზისტი. გენერალ-ლეიტენანტი (1894). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1892). დაამთავრა მიხაილოვის საარტილერიო აკადემია (1862) და გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზიური განყოფილება პეტერბურგში (1866). შეადგინა რუსეთის ევროპული ნაწილის ჰიფსომეტრიული რუკები (1890 და 1896 წლების გამოცემა). დაამკვიდრა ტერმინი „შუა რუსეთის მაღლობი“. გაზომა რუსეთის მთავარი მდინარეების სიგრძე. ავტორია შრომებისა დედამიწის მაგნეტიზმისა და მეტეოროლოგიის დარგში.

ალექსი ტილო
დაბ. თარიღი 13 (25) ნოემბერი, 1839[1]
დაბ. ადგილი კიევის გუბერნია[2]
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი, 1899 (11 იანვარი, 1900)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, გეოგრაფი, კარტოგრაფი[3] , გეოდეზისტი[3] , ოფიცერი[3] და geodesist[3]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და თეთრი არწივის ორდენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Тилло Алексей Андреевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Czech National Authority Database