ცეცე

(გადამისამართდა გვერდიდან ტიკ-ტიკი)

ცეცე, ტიკ-ტიკი (ლათ. Glossina) — მწერების გვარი Glossinidae-ს ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 6–16 მმ აღწევს. აქვთ გრძელი და ფართო ყბის საცეცები და გრძელი, მჩხვლეტავი ხორთუმი.

ცეცე

Glossina morsitans
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Glossina

ოჯახში 22 სახეობაა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ აფრიკაში. ცეცეს ყველა სახეობა ცოცხლადმშობია, ამასთანავე ერთიმეორეს ჰქვანან. ბინადრობენ ტენიან ადგილებში, უმთავრესად ნესტიან ტყეებში, თუმცა ზოგჯერ ღია ადგილებშიც გვხვდება. გადააქვთ ძილის დაავადების, აგრეთვე შინაური ცხოველების დაავადების ნაგანას გამომწვევი.

ძირითადად იკვებება ძუძუმწოვრების სისხლით. ცეცე თავის სიცოცხლის მანძილზე სულ 8–10-ჯერ დებს ლარვას. მკერდი ფერად მონაცრისფრო-მოყვითალოა და ოთხი მოგრძო ყავისფერი ზოლი დაჰკრავს, მუცელი კი მოყვითალო-მონაცისფრო აქვს. ცეცეს მიერ გადამტანი აფრიკული ტრიპანოსომოზით წელიწადში დაახლოებით 250,000–300,000 ადამიანი ავადდება.

საშიშროების გამო საგანგებოდ იყვნენ შესწავლილები. სამედიცინო თვალსაზრისით, ცეცეს სახეობებიდან აღსანიშნავია Glossina palpalis და Glossina morsitans. პირველი უპირატესობას ანიჭებს ხშირ მცენარეულობას, ხოლო მეორე გაშლილ, ტყიან ადგილებს.

ორივე სქესის წარმომადგენელი სისხლით თითქმის ყოველდღიურად იკვებება, განსაკუთრებით დღის ცხელ პერიოდში. მზის ჩასვლასთან ერთად, ცეცე როგორც წესი, კარგავს აქტიურობას, აგრეთვე პასიური ხდება 15.5 °C ნაკლებ ტემპერატურაზე. ადამიანებს კბენს უმეტესწილად მამალი, ხოლო დედალი ბუზი ცხოველებს ეტანება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცეცე&oldid=4537945“-დან