ტიგრან ჩეოკიურიანი

ტიგრან ჩეოკიურიან (Տիգրան Չէօկիւրեան, 1884, გუმუშჰანე, ოსმალეთის იმპერია – 1915) — სომეხი მწერალი და მასწავლებელი, ჟურნალ Vostan-ის (Ոստան) რედაქტორი და სომხების გენოციდის მსხვერპლი.

ტიგრან ჩეოკიურიან
დას. სომხ. Տիգրան Չէօկիւրեան
ფაილი:Dikran Chokourian.jpg
დაბადების თარიღი 1884
დაბადების ადგილი გუმუშჰანე, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1915 (31 წლის)
გარდაცვალების ადგილი Ayaş
საქმიანობა რომანისტი, რედაქტორი, მხატვარი, მწერალი და მასწავლებელი.
ენა სომხური ენა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ალმა-მატერი Berberian School
ჟანრი პროზა

1907 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბოლი) ბერბერიანული კოლეჯი და შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად სომხურ სკოლებში. ჩეოკიურიანი ცნობილი გახდა 1910 წელს გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულით, სახელწოდებით ხმები სამშობლოდან (Հայրենի Ձայներ). 1914 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომანი „მონასტერი“ (Վանքը), რომელიც მიეძღვნა ცივილიზაციისა და თავისუფლების ძალასა და გამარჯვებას. იგი დააპატიმრეს და მოკლეს 1915 წელს რამდენიმე სომეხ ინტელექტუალთან ერთად.

  • „სომხური საკითხი“, ენციკლოპედია, რედ. აკად. კ.ხუდავერდიან, ერევანი, 1996, გვ. 373

გარე ბმულები

რედაქტირება