ტიბეტური მასტიფი
ტიბეტური მასტიფი (ტიბ. དོ་ཁྱི།) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ტიბეტში ანტიკურ ხანაში.
წარმოშობის ქვეყანა | ტიბეტი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ეს ჯიში, რომელიც ევროპული მასტიფების უმეტესობის წინაპარია, გადაშენებას ბრიტანელმა სელექციონერებმა გადაარჩინეს. თავდაპირველად ტიბეტური მასტიფები მოდარაჯე და მეცხვარე ძაღლები იყვნენ, ისინი მკაცრად ადევნებდნენ თვალყურს ფარაში წესრიგის დაცვას. დღესდღეობით მას პატივს სცემენ სიმამაცისა და შთამბეჭდავი გარეგნობისთვის. ოდესღაც მასტიფები იცავდნენ ნახირს ჰილამაებში და ტიბეტში, დღეს კი ის ძირითადად გამოფენებზე გამოდის. ეს ჯიში ჯერჯერობით მრავალრიცხოვანი არ არის, თუმცა შეიძლება ჩაითვალოს, რომ დასავლეთში მყარად მოიკიდა ფეხი.
ფართოძვლიანი და დიდთავა, მასიური ტიბეტური მასტიფი ევროპის, ამერიკის და იაპონიის მრავალი მეცხვარე და მებრძოლი ჯიშის და ზენენჰუნდის წინაპარია. მისი შენახვა ძნელი არ არის, ის თავაზიანად გულგრილია და შეიძლება უბრალოდ სიცოცხლით დატკბეს, თუმცა თავგამოდებით დაიცავს იმას, რაც საკუთარ სახლად და თავის ტერიტორიად მიაჩნია. ტიბეტურ მასტიფს აქვს გრძელი, სწორი, გლუვი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ოქროსფერი, შავი-ხორბლისფრიტ, ყავისფერი, შავი. ის ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად უძლებს სიცივეს, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, კარგი მოდარაჯეა, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტიბეტური მასტიფი დაარქივებული 2014-11-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)