ტიბაანი (ღვინო)
„ტიბაანი“ — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო „ტიბაანი“ ხასიათდება მუქი ქარვისფერით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატურლი ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებით და ქიშმიშის ტონებით.
ღვინო „ტიბაანის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 11,5-13,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,0-6,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 18 გ/დმ³.
„ტიბაანის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 28 კმ².
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტიბაანი“ მდებარეობს შიდა კახეთში, ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჩრდილო განედის 41°35' და აღმოსავლეთ გრძედის 46°00' კოორდინატებზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 350-550 მეტრს უდრის. მოიცავს სოფლების ტიბაანის, ქვემო მაჩხაანისა და ძველი ანაგის ნაწილს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ღვინის ეროვნული სააგენტო დაარქივებული 2020-12-04 საიტზე Wayback Machine.