ტვერის ხიდი (კოლპინო)
ტვერის ხიდი (რუს. Тверской мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგის კოლპინოს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრ კოლპინოში, კომკავშირის არხზე. ხიდის სიგრძეა - 32,3 მეტრი, სიგანე - 18 მ.
ტვერის ხიდი Тверской мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°44′51″N 30°36′37″E / 59.747389° ჩ. გ. 30.610389° ა. გ. |
მდებარეობა | კოლპინო, სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 32,3 მ |
სიგანე | 18 მ |
გახსნის თარიღი | 1898 |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი ერთმანეთთან აკავშირებს ბანკის შესახვევსა და ტვერის ქუჩას.
დინების ზემოთ მდებარეობს დუმსკის ხიდი, ქვემოთ კი - ხარლამოვის ხიდი.
სახელწოდება
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში ხიდს არ ჰქონდა ოფიციალური სახელწოდება, მოქმედებდა არაოფიციალური სახელი ბანკის ხიდი, რომელიც მიიღო ბანკიოს შესახვევის მიხედვით. ხიდმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 2012 წლის 20 ივლისს ახლოს მდებარე ტვერის ქუჩის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირება1898 წელს ამჟამინდელი ტვერის ქუჩის ცოტა ზემოთ ააგეს ხის საფეხმავლო ხიდი. მისი მშენებლობის თანხები შეაგროვეს შემოწირულობებით. ხიდი მოქმედებდა 1920-იან წლებამდე, 1934 წელს კი იგი აღადგინეს. 1951 წლის რუკაზე კი ხიდი საერთოდ არაა მონიშნული, როგორც ვარაუდობენ ხიდი ალბათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაინგრა და ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი.
ამჟამად მოქმედი რკინა-ბეტონის ხიდი ააგეს 1969 წელს ინჟინერ ა. დ. გუტცაიტის („Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერი) პროექტის მიხედვით. მშენებლობას აწარმოებდა „ლენხიდმშენის“ ტრესტი (მთავარი ინჟინერი ო. ა. როზოვი). ხიდის საზეიმო გახსნა გაიმართა 1969 წლის 6 ნოემბერს. ეს იყო ქალაქის პირველი რკინა-ბეტონის ხიდი.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია, რკინა-ბატონისაა. ხიდის სავალი ნაწილი მოასფალტებულია და შედგება ორი სავალი ზოლისაგან. მოაჯირები თუჯისგანაა დამზადებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Сизёнов Е. П. Колпинские мосты. — СПб.: Серебряный век, 2016. — 140 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Тверской мост //СПб ГБУ «Мостотрест»