ტექტოგენური რელიეფი
ტექტოგენური რელიეფი — რელიეფის ტიპი. დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირის ვერტიკალურ მოძრაობასთან. იგი ფართოდ არის გავრცელებული და ძირითადად წარმოდგენილია მსხვილი და საშუალო ფორმებით. საქართველოში ქედებისა და მთათაშორისი ქვაბულების არსებობა და მათი ჰიფსომეტრიული მდებარეობა სწორედ ტექტონიკური პროცესებითაა გამოწვეული. ტექტოგენური რელიეფით განპირობებულია დედამიწის ქერქის ზედაპირის ძირითადი თავისებურებანი. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული გეოლოგიურ ფაქტორებთან, რომლებიც განსაზღვრავენ რელიეფის დადებითი ან უარყოფითი ფორმების მიმართულებას. ტექტონიკურ პროცესებს შორის მორფოგენეზისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექტონიკურ მოძრაობათა მდგენელს, რომელზეც დამოკიდებულია ეროზიული დანაწევრების სიღრმე და ზედაპირის დახრილობათა გაბატონებული კუთხეების სიდიდე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 30-31 თბ. 1964.