ტეფის კოშკი
ტეფის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით, კარი ამოყვანილია თლილი ქვით. ფასადების ქვები შედარებით დაუმუშავებელია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზე. კარის საპირე ქვებზე ამოკვეთილი რელიეფები განადგურებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 475.