ტეუანტეპეკის ყურე
ტეუანტეპეკის ყურე ― ყურე წყნარ ოკეანეში, მექსიკის სამხრეთ ნაპირთან, ტეუნატეპეკის ყელის რაიონში. სიგრძე დაახლოებით 110 კმ, სიგანე შესასვლელთან დაახ. 450 კმ. მაქსიმალური სიღრმე 200 მ. მთავარი ნავსადგურია სალინა–კრუსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 702.