ტეტრადრაქმა
ტეტრადრაქმა (ძვ. ბერძნ. τετράδραχμον) — ძველბერძნული ვერცხლის მონეტა. ნომინალურად უდრიდა ოთხ დრაქმას. დროთა განმავლობაში ტეტრადრაქმა ფაქტობრივად გახდა ანტიკურობის სტანდარტული მონეტა, რომელიც გავრცელდა ბერძნული სამყაროს საზღვრებს მიღმაც. შედეგად, ტეტრადრაქმა დიდი რაოდენობით და წონისა და სინჯის მრავალი სტანდარტის მიხედვით იჭრებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ, თუმცა ყველაზე გავრცელებული იყო ათენის ატიკური სტანდარტი — დაახლოებით 17,2 გრამი.
დიდი ზომების გამო, სხვადასხვა სახელმწიფოები თუ მმართველები ტეტრადრაქმებს ხშირად იყენებდნენ საკუთარი თავის რეკლამირებისთვის ან პოლიტიკური გზავნილების გადასაცემად. ტეტრადრაქმამ გაუძლო ბერძნების დამოუკიდებლობის დაკარგვას და ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმოქცევაში დარჩა მესამე საუკუნის კრიზისამდე. ამავდროულად, ხარისხგაფუჭებული ვარიანტები ადრეულ შუა საუკუნეებამდე არსებობდა ინდოეთსა და ცენტრალურ აზიაში .
კოლხეთი
რედაქტირებაკოლხეთში ძვ. წ. VI-III საუკუნეებში გავრცელებული იყო მონეტების უნიკალური ტიპი — კოლხური თეთრი, რომლებიც ვანში იჭრებოდა. მისი ერთ-ერთი ნომინალი წარმოადგენდა ტეტრადრაქმას.
ტეტრადრაქმის სამი ცალია ცნობილი, სამივე უპასპორტოა. ერთი მონეტა გამოქვეყნდა 1907 წელს და გამომცემლის მიერ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაკავშირებული იყო კუნძულ ლესბოსთან (მდებარეობს ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთი). ამჟამად ეს ცალი ინახება ჰააგის მუზეუმში.
1949 წელს საქართველოს მუზეუმის კუთვნილი იდენტური მონეტა გამოსცა პროფ. დ. კაპანაძემ, ხოლო 1957 წელს ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ცალი – ინგლისელმა ქართველოლოგმა დ. ლანგმა[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- Карышковский П. О., Монеты Ольвии. Киев, 1988. ISBN 5-12-000-104-1.
- Tyll Kroha (1977). Artikel „Tetradrachmen“, Lexikon der Numismatik, Bertelsmann Lexikon-Verlag, S. 435 f.
- Heinrich Chantraine: Tetradrachmon. In: Der Kleine Pauly (KlP). Band 5, Stuttgart 1975, Sp. 632.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტეტრადრაქმა
- Pictures of Athenian tetradrachms (archive)
- Tetradrachms from Sicily, Syracuse - The Demareteion Tetradrachm დაარქივებული 2021-02-01 საიტზე Wayback Machine.