ტერცეტი
ტერცეტი (იტალ. terzetto ლათ. — მესამე) — სამტაეპიანი სტროფი. როგორც წესი ტერცეტს იყენებენ სხვა აგებულების სტროფებთან შეხამებით. სონეტის მე-2 ნაწილი შედგება 2 ტერცეტისაგან. ტერცეტი იგივეა, რაც ტრისტიქი (ბერძ. tristichos). ასეთი სტროფით ლექსები იწერება, უპირატესად, ევროპულ ენებზე. ქართულ ლექსს არ უყვარს სამტაეპოვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gero von Wilpert: Sachwörterbuch der Literatur. 8. Aufl. Kröner, Stuttgart 2013, ISBN 978-3-520-84601-3, S. 817.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტერცეტი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი